21 სექტემბერი 2018

2019 წლის 18 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით  დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №1263 („ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273- მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა:

1.        დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი 1263 („ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.

2.        არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2019 წლის 1 ივლისიდან.

3.        გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4.        გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.