ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ლია ავალიშვილი), ხოლო შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ (პალატის შემადგენლობა: ნათია გუჯაბიძე (მომხსენებელი მოსამართლე), გოდერძი გიორგიშვილი, ვანო წიკლაური), ჩვენი იურიდიული კომპანიის და კიდევ ერთ-ერთი იურიდიულ კომპანიის ადვოკატების წარმოებაში არსებულ საქმეზე პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ეხება სასკოლო დაწესებულებასთან დავას არასრულწლოვანის მორალურ ზიანთან დაკავშირებით და მას დაეკისრა არასრულწლოვანის სასარგებლოდ მორალური ზიანი 30 000 ლარის ოდენობით. სასამართლო პრაქტიკისთვის, ადვოკატებისთვის და არასრულწლოვანთა მშობლებისთვის ძალიან საინტერესო დავაა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა სასამართლომ და ამიტომ მოკლე ინფორმაციით შემოვიფარგლებით. თუ რით იხელმძღვანელა ორივე ინსტანციის სასამართლომ და რა განმარტებები გააკეთა, ინფორმაციას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ დასაბუთული განჩინების გადმოცემის შემდეგ.
11.04.2025 წ.